8,951 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7MWEMPJB 2 Eyl tarihinde yayınlandı 61 görüntüleme

ნს სტუდიო

ნს სტუდიო

ობიექტების მონიტორინგის თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

NS Studio — არქიტექტურული კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ობიექტების მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება NS Studio-ს მიმდინარე არქიტექტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო ობიექტების მონიტორინგის პროცესში.

ძირითადი ამოცანა იქნება ობიექტებზე რეგულარული ვიზიტი, მიმდინარე სამუშაოების ფოტოფიქსაცია და მიღებული მასალის პროექტების მიხედვით მოწესრიგება, არქივირება და შესაბამისი გუნდის წევრებისთვის დროული მიწოდება.

ძირითადი მოვალეობები:

  • NS Studio-ს მიმდინარე არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ სამშენებლო ობიექტებზე რეგულარული ვიზიტი;
  • ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების ფოტოების გადაღება ფოტოკამერით ან სმარტფონით;
  • პროექტის მიმდინარეობის ვიზუალური მასალის სისტემატურად შეგროვება;
  • მიღებული ფოტომასალის პროექტების მიხედვით დახარისხება და მოწესრიგება;
  • ფოტომასალის არქივირება და შესაბამისი საქაღალდეების განახლება;
  • საჭირო მასალის შესაბამისი გუნდის წევრებისთვის დროულად გაგზავნა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება;
  • პროექტების ფარგლებში არსებული ვიზუალური მასალის მუდმივად განახლება და ორგანიზება.

მოთხოვნები:

  • განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და დამწყები კანდიდატები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სმარტფონით ფოტოების გადაღებისა და ფაილების ორგანიზების საბაზისო უნარები;
  • აუცილებელია მოპედით, სკუტერით ან მოტოციკლით გადაადგილების შესაძლებლობა;
  • არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

თუ გინდა, მიიღო პირველი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურული პროექტების რეალურ, სამშენებლო პროცესთან დაკავშირებულ გარემოში, და გიყვარს აქტიური, დინამიური სამუშაო — გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი NS Studio-ს გუნდში.

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნს სტუდიო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek