8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7R5F178H 17 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

ექსპრეს ქსელი

ექსპრეს ქსელი

ფილიალის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1300–1400 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115 -მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძე/ნახალოვკა სახელფასო რეინჯი: საწყის ეტაპზე 1300-1400 ლარი (net) + ბონუსი, მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასაქონლო ნაშთებისა და მარაგების მართვა;
  • პროდუქციის შეკვეთა მიღება/მითვლა;
  • პროდუქციის ჩამოწერა ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
  • პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს ფილიალის მიერ გეგმების შესრულება და აღნიშნულის კონტროლი.
  • განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე ან დაგვიკავშირდით 032 2 185 737 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე).

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ფილიალის მენეჯერი თბილისი.

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ექსპრეს ქსელი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek