8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7ZSYS3H0 17 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ექსპერიმენტორიუმი

ექსპერიმენტორიუმი

მუზეუმის გიდი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი" თბილისში 2016 წელს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ფიზიკის ინტერაქტიული ექსპონატი, რომელიც ფიზიკის კანონების თვალსაჩინოებას ახდენს და მათთან შეხება, ასევე, გამოცდა აუცილებელია!

"ექსპერიმენტორიუმში" წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორიაც, სადაც ქიმიური ცდები მარტივი და სახალისო მეთოდებით ტარდება. ქიმიური ცდებიც ინტერაქტიულია და რაც მთავარია, უსაფრთხო.

სამეცნიერო მუზეუმში, შესაძლებელია, დაბადების დღეების, კორპორატიული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.

სამეცნიერო, ინტერაქტიული და ყველაზე ხმაურიანი მუზეუმი ეძებს ენერგიულ და მეცნიერებაზე შეყვარებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სტრესულ გარემოში მუშაობა, უყვართ ბავშვები და იზიდავთ არასტანდარტული სამუშაო გარემო.

"ექსპერიმენტორიუმი" აცხადებს ვაკანსიას მუზეუმის გიდის პოზიციაზე.

გიდის მოვალეობები:

  • მუზეუმში მოსული დამთვალიერებლებისთვის (ინდივიდუალური ვიზიტორებისა და სასკოლო ჯგუფებისთვის) ექსკურსიის ჩატარება
  • ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება
  • მუზეუმის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების წაყვანა

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • STEM-ის მიმართულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მუზეუმის ყველა პროგრამის შესწავლა
  • ბავშვებთან და ზოგადად, ადამიანებთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის სწორად განაწილება და პრიორიტეტების სწორად დასახვა

სამუშაო პირობები:

  • სრული ან ნახევარი განაკვეთი
  • საათობრივი ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი ძალიან მოკლე CV, შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "მუზეუმის გიდი".

ჩვენი მხრიდანაც დაინტერესების შემთხვევაში, სხვა ყველა დეტალური ინფორმაციით დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ექსპერიმენტორიუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek