მძღოლი-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბუდგეთ"-ი აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე თბილისში.
კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
- დახასიათება წინა სამსახურიდან;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას,
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკებების წარმოება;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
მოვალეობები:
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ობიექტიდან თანხის დროული ამოღება;
- სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
- მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
- სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით).
ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1500 ლარამდე სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.