8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

82TV1YE3 4 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

ონიქს კორპორეიშენი

ონიქს კორპორეიშენი

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 5 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ონიქს კორპორეიშენი" ფარმაცევტული წარმოება აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობა:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება;
  • სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით; შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
  • ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
  • კონკურენტების ფასების და შესაძლებლობების ანალიზი;
  • მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • Word, Excel, Outlook-ის ცოდნა სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

წარმატებებს გისურვებთ!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ონიქს კორპორეიშენი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek