8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8341RSXW 15 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

ავტოტექნო

ავტოტექნო

მძიმე, სამშენებლო და სპეცტექნიკის ნაწილების პრისელერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1800 / ay 16 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. "ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: მძიმე, სამშენებლო და სპეცტექნიკის ნაწილების პრისელერი/გაყიდვების აგენტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა (სამუშაო არეალი: აღმოსავლეთ საქართველო) ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00, შაბათი: 10:00 - 14:00

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • საწვავით უზრუნველყოფას;
  • პირადი ავტომობილის ცვეთის თანხობრივ კომპენსაციას;
  • თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით პოტენციური ობიექტების, კომპანიებისა და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული პროექტების ვიზიტი;
  • მძიმე და სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილების პრეზენტაცია, შეთავაზება და კლიენტის დაინტერესება;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინაცია;
  • ახალი პარტნიორების აქტიური მოძიება და ბაზრის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია;
  • C კატეგორიის მართვის მოწმობა - ჩაითვლება უპირატესობად;
  • პირადი ავტომობილის ყოლა (სასურველია);
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, დისტრიბუციის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მძიმე/სამშენებლო ტექნიკის ან სათადარიგო ნაწილების ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
  • პრეზენტაციისა და პროდუქტის გამართულად წარდგენის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძიმე, სამშენებლო და სპეცტექნიკის ნაწილების პრისეილერი / გაყიდვების აგენტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ავტოტექნო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek