8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

88J22ZBQ 17 Eyl tarihinde yayınlandı 26 görüntüleme

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

მძღოლი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾800 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

ვინ ვართ ჩვენ? "კონტაქტ ჰოუმი" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

ჩვენთან უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და ჩვენი მთავარი მიზანი შენი კარიერული წინსვლაა. თუ გინდა განვითარდე გარემოში, რომელიც აფასებს შენს შრომას — შენი ადგილი ჩვენთანაა!

შენი მისია კომპანიაში: შენ ხარ ადამიანი, რომელიც აგვირგვინებს ჩვენს შრომას! მომხმარებლის კმაყოფილება დამოკიდებულია სწორედ შენს ოპერატიულობასა და პასუხისმგებლობაზე.

  • პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიტანა ფილიალებში;
  • ტრანსპორტირებისას ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
  • კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილება და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • გაქვს სატვირთოს მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს;
  • გესმის ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები;
  • ხარ გუნდური და გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • რატომ უნდა შემოგვიერთდე?

ჩვენ ვაფასებთ შენს შრომას:

  • სტაბილური შემოსავალი: ხელფასი 800 ₾ + ბონუსი;
  • გრაფიკი: მოქნილი, 40-საათიანი სამუშაო კვირა (ზედმეტი დატვირთვის გარეშე);
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: ხელშეწყობა კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებაში.

მზად ხარ შემოუერთდე ჩვენს დინამიკურ გუნდს? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მძღოლი".

წარმატებებს გისურვებთ!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კონტაქტჰოუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek