8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8BE0XH42 25 Ağu tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

HSE Group

HSE Group

ანაზღაურებადი სტაჟირება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

HSE Group Dış ilan
Tiflis Staj Güvenlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N7 სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაობა განაგრძოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

სტაჟირების თეორიული ნაწილი ორიენტირებულია საკანონმდებლო ცოდნის განმტკიცებაზე.

სტაჟირების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, სტაჟიორები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად ტრანსფორმაციას და გაეცნობიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სამუშაოს სრულ ციკლს:

  • რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
  • პარტნიორ კომპანიებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშგება/რეპორტინგი;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;
  • დოკუმენტაციის შემუშავება;
  • დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია, (სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა);

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

შპს "ეიჩესი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
HSE Group
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek