გაყიდვების მენეჯერი
შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის 2, ვაჟა-ფშაველას 16ა. სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
- მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა;
- პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- სასურველია ინგლისურო ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტალური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.