8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8WAHGGM8 25 Ağu tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

One Point

One Point

სტაჟირება HR მიმართულებით

One Point Dış ilan
Tiflis Staj Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს სტაჟირების პროგრამას HR მიმართულებით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

One Point-ში სტაჟირება გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, ჩაერთოთ რეალურ HR პროექტებში და იმუშაოთ გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად. პროგრამის ფარგლებში გაეცნობით HR-ის სხვადასხვა მიმართულებას და განივითარებთ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო უნარებს.

სტაჟირების ფარგლებში ჩაერთვებით შემდეგ მიმართულებებში:

  • შერჩევა და ჰედჰანტინგი
  • HR ადმინისტრირების აუთსორსინგი
  • HR სტრატეგია და კონსალტინგი
  • ორგანიზაციული განვითარება.

ეს სტაჟირება თქვენთვის არის, თუ:

  • გაქვთ კარგი კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები
  • ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული
  • მოგწონთ გუნდური მუშაობა და ახალი გამოცდილების მიღება
  • გაქვთ სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
  • გსურთ კარიერის დაწყება და განვითარება HR-ისა და HR კონსალტინგის მიმართულებით.

სამუშაო მოდელი - ჰიბრიდული (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან). სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 სამუშაო ადგილი - თბილისი, ლადო კავსაძის #3/ილია ჭავჭავაძის გამზირი #56

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
One Point
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek