8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8Z76PSJG 15 Eyl tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

არქი

არქი

შესყიდვების სამსახურის უფროსი

არქი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ შესყიდვების სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:

  • შესყიდვების სამსახურის საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და შედეგების კონტროლი;
  • სტრატეგიულ და მსხვილ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა;
  • შესყიდვების ბიუჯეტისა და ძირითადი ხარჯების კონტროლი;
  • შესყიდვების პროცესში რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების მონიტორინგი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
  • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პრიორიტეტების განსაზღვრა და პროცესების გაუმჯობესება;
  • მომწოდებლების შერჩევისა და შეფასების პროცესის ზედამხედველობა;
  • შესყიდვების პერიოდული რეპორტების მომზადება;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების, მიმართულებით;
  • შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ ან სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel)

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით:

https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
არქი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek