8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8ZB1W2S3 2 Eyl tarihinde yayınlandı 72 görüntüleme

AUTOPAPA

AUTOPAPA

მძღოლი-ექსპედიტორი

AUTOPAPA Dış ilan
Rustavi Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1500–2000 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე; - სამუშაო საათები: 09:00-18:00; - ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი ხელზე ასაღები, კვალიფიკაციის შესაბამისად; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კვება; - სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

ძირითადი მოვალეობები:- ავტომობილის სასურსათო პროდუქციით დატვირთვა დამხმარე პერსონალთან ერთად; - სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, პროდუქციის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გადატვირთვა / ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე; - პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება, როგორც სავაჭრო, ასევე კვების ობიექტებისთვის; - შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;

ძირითადი მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება (სასურველი); - B -კატეგორიის მართვის მოწმობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე (ნინო), ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ: https://www.autobazroba.com/ https://autopapa.ge/ge/page/about https://m.facebook.com/autopapa.ge/

AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება. თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
AUTOPAPA
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek