8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

91ZSV6DP 25 Ağu tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

ყვარლის ღვინის გვირაბი

ყვარლის ღვინის გვირაბი

ტურისტული კომპლექსის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾4000 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

უმაღლესი კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მდებარეობს ყვარელში, ტურისტული კომპლექს "გვირაბის" ტერიტორიაზე, მთაზეა განთავსებული. იგი წარმოადგენს არქიტექტურულ ნიმუშს, რომელშიც არის გამოყენებული თანამედროვე და კლასიკური ქართული არქიტექტურული ელემენტები და მაქსიმალურად არის შერწყმული ბუნებასთან. რესტორნის ვერანდა და სამსართულიანი კოშკიდან გადაშლილი ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი ტურისტულ კომპლექსს დასვენების საუკეთესო ადგილად აქცევს.

შპს "ყვარლის ღვინის გვირაბი" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტული კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი; სამუშაო საათები: სრული განაკვეთი; ანაზღაურება - 4000 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპლექსის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • საოპერაციო პროცესების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაცია
  • კომპლექსის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
  • ფინანსური ნაკადების მართვა, ყოველდღიური შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი
  • ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, პროგნოზირება და მისი შესრულების მონიტორინგი
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მათი დაცვის ზედამხედველობა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების დონის მუდმივი შეფასება და უკუკავშირზე რეაგირება
  • სტრუქტურულ ერთეულებსა და განყოფილებებს შორის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა
  • გუნდის წევრებზე ამოცანების, პრიორიტეტებისა და პასუხისმგებლობების რაციონალური გადანაწილება
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება
  • არსებულ B2B პარტნიორებთან, ტურისტულ კომპანიებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობების შენარჩუნება
  • ახალი პარტნიორების მოძიება, პირველადი კომუნიკაცია და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება
  • მარკეტინგული კამპანიებისა და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
  • პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი ინიციატივების წამოყენება
  • მომარაგების ჯაჭვის მეთვალყურეობა და შესყიდვების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა
  • მატერიალური რესურსების, პროდუქციისა და ინვენტარის მარაგების პერიოდული კონტროლი
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, მატერიალური ბაზის განახლება და ჩამოწერა
  • კომპლექსის ინფრასტრუქტურის, ტექნიკური აღჭურვილობისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მეთვალყურეობა
  • შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ყვარლის ღვინის გვირაბი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek