← Tüm iş ilanları

9A5W5FZJ 16 Kas tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

ექიმი ექოსკოპისტი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun

მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი ექოსკოპისტის (ულტრაბგერითი გამოკვლევების ექიმის) პოზიციაზე.

მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აერთიანებს მოწინავე ქართულ და თურქულ სამედიცინო გამოცდილებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პაციენტებზე ზრუნვა, მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიწოდება, ასევე კომფორტული და პროფესიული გარემოს შექმნა როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის.

თუ ხართ გამოცდილი, კვალიფიციური და პაციენტზე ორიენტირებული სპეციალისტი, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები

  • ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კვლევების ჩატარება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა ექოსკოპიური კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებისა და ინტერპრეტაციის გამოცდილება;
  • ეროგრაფიული კვლევების ჩატარება;
  • ექოკარდიოგრაფიული კვლევების ჩატარება;
  • კვლევის შედეგების აღწერა და დასკვნის მომზადება;
  • პაციენტების კონსულტაცია კვლევის ფარგლებში;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება;
  • კლინიკის შიდა სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
  • ექოსკოპიური კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია რუსული და/ან თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ქართულთან ერთად).
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო კოლექტივს.

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ: „ექიმი ექოსკოპისტი“. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz