ინგლისურენოვანი აღმზრდელი
„ელმოს კლუბი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინგლისურენოვანი აღმზრდელი (ბათუმი).
სამუშაო დრო: სრული/ნახევარი განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 09:00 – 18:00 /14:00-18:00) ადგილმდებარეობა: ელმოს კლუბი, ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 13
„ელმოს კლუბი“ ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულად ორიენტირებულ ინგლისურენოვან აღმზრდელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1–B2 დონეზე; - ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); - ჯგუფური და ინტერაქტიური აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; - თანამედროვე სწავლებისა და სააღმზრდელო მეთოდების გამოყენების სურვილი.
მოვალეობები: - ინგლისურ ენაზე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; - ბავშვების ყოველდღიურ განვითარებასა და აქტივობებში აქტიური ჩართულობა; - უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა; - ბავშვების სწავლების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - სწავლებისთვის საჭირო რესურსებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას; - სტაბილურ სამუშაო გრაფიკს; - კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.