8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9F51EQ92 17 Eyl tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

ათასწლეულის სკოლა

ათასწლეულის სკოლა

სპეციალური მასწავლებელი

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.

"ათასწლეულის სკოლა" არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.

"ათასწლეულის სკოლის" სპეციალური მასწავლებელი:

  • აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ფსიქოლოგთან, საგნის მასწავლებლებთან, კლასის დამრიგებლებთან და მშობლებთან, რათა უზრუნველყოს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა;
  • მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავებაში, განხორციელებასა და პერიოდულ შეფასებაში, საჭიროების შემთხვევაში გეგმავს შესაბამის ინტერვენციებს;
  • ადაპტირებს სასწავლო რესურსებსა და აქტივობებს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
  • უწევს კონსულტაციას საგნის მასწავლებლებს ინკლუზიური სწავლების სტრატეგიებისა და ეფექტური სასწავლო მიდგომების დანერგვის პროცესში;
  • ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სრულფასოვან ჩართულობას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სკოლის სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში;
  • აკვირდება მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ქცევით განვითარებას, აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და სისტემატურად აფასებს პროგრესს;
  • ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობის, თვითრეგულაციის, სოციალური უნარებისა და თვითრწმენის განვითარებას;
  • აქტიურად მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გამოცდილების გაზიარებაში;
  • ზრუნავს სკოლაში ინკლუზიური კულტურის განვითარებაზე, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად, მიღებულად და დაფასებულად გრძნობს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, განათლების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინკლუზიური განათლების თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკის ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ემპათია და პროფესიული განვითარების სურვილი.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე http://millennium-school.org/

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ათასწლეულის სკოლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek