8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9FZEJWNV 25 Ağu tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

სონნივა ჯორჯია

სონნივა ჯორჯია

მძღოლი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾2500 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის დატვირთვა/დაცლა და უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება
  • განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით გადაადგილება
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი
  • პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში
  • საწვავისა და ავტომობილის ხარჯების კონტროლი
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა
  • მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
  • ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია მძღოლის პოზიციასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
  • C კატეგორიის მართვის მოწმობა
  • მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უნარი

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.

ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი. დასვენების დღე: შაბათი და კვირა. ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სონნივა ჯორჯია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek