დისტრიბუტორის დამხმარე
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.
მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 500 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.
ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka
ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1500 ლარი NET სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 52 ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ Fitpass (ფარავს თანამშრომელი)
მოვალეობები:
- სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორ-ოპერატორის დახმარება სამუშაოს სრულფასოვნად და ხარისხიანად განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს: ქსელში წარმოდგენილი აპარატების მუდმივად გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას და პროდუქციით შევსებას.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია (მექანიკა) და მართვის გამოცდილება.
- ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.