8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9MBF19SZ 25 Ağu tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

Armani Exchange

Armani Exchange

მოდის კონსულტანტი

Armani Exchange Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Armani Exchange" ისთ ფოინთის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ისთ ფოინთი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (10:00-19:00; 13:00-22:00)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
  • სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
  • ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება;
  • პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
  • გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.

გამოცდილება, განათლება და უნარები:

  • სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
  • სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოდის კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგს" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის. 3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. 5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Armani Exchange
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek