8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9P0MWHE4 31 Ağu tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

თანამედროვე განათლების აკადემია

თანამედროვე განათლების აკადემია

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
  • კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე;
  • მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება;
  • გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა;
  • შესვენებებზე კლასის კონტროლი;
  • გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი;
  • მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლის ქცევისა და აკადემიური შედეგების შესახებ;
  • ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი, გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით;
  • საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.);
  • კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი (რამდენად დროულად შეაქვთ მასწავლებლებს დავალებები, ნიშნები, არები);
  • საკლასო, სასკოლო და ექტრაკურიკულარული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტირებაზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;
  • საშინაო დავალებებზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება;
  • სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსანტთან გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა:

  • თანამშრომლობით უნარებს;
  • ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს;
  • მოტივაციასა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულობას.

კონკურსის ეტაპები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ერთი დღით ტუტორის მოვალეობის შესრულება თანამედროვე განათლების აკადემიაში, დაკვირვების მიზნით.

აპლიკანტმა CV (სასურველია მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge), ან გამოგვიგზავნონ ელ-ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტუტორი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თანამედროვე განათლების აკადემია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek