Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

9PHSWE2Y 12 Kas tarihinde yayınlandı 16 görüntüleme

შიდა უსაფრთხოების მენეჯერი

ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Görüşülür 14 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

„ფოლადის სახლი“ 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.

კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • დარაჯის / დაცვის თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და ზედამხედველობა.
  • ვიდეოკამერების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში კამერების დამატება, შეკეთება და განახლება (სერვის კომპანიის მეშვეობით).
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ტიპის მოწყობილობების დამატება და მათი ექსპლუატაციის კონტროლი.
  • მჭიდრო თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან.
  • მენეჯერთან ერთად დეპარტამენტის სრულყოფილი მზადყოფნისა და გამართულობის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებისთვის.
  • გაცემული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების პროცესის განხორციელება და IT სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია.
  • კომპანიაში უსაფრთხოების სისტემის ამაღლების მიზნით შიდა პოლიტიკების, წესებისა და ღონისძიებების დანერგვა / ჩატარება.
  • კონფლიქტური სიტუაციების ოპერატიული მართვა.
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში (მსგავს პოზიციაზე).
  • ტექნიკური უნარები: ვიდეომეთვალყურეობის, დაშვებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემების მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა.
  • კანონმდებლობა და სტანდარტები: შრომის უსაფრთხოებისა და შიდა უსაფრთხოების ძირითადი რეგულაციების ცოდნა.

ენები: ქართული (სავალდებულო), რუსული ან ინგლისური (სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის).

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
  • სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ლილო სამუშაო გრაფიკი:სტანდართული 5/2, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ანაზღაურება: შეთანხმებით დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ფოლადის სახლი“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება. თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz