Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

9Q6BY8A3 11 Kas tarihinde yayınlandı 7 görüntüleme

გაყიდვების კონსულტანტი

თაიმი Dış ilan
Görüşülür 12 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun
Sigorta · ilanda

საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.

"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - "TI`ME Georgia".

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: "TI`ME".

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. თქვენი დადებითი ენერგია და პოზიტიური დამოკიდებულება ქმნის ამ განსაკუთრებულ გარემოს.

ზოგჯერ დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ამოცანასთან მოგიწიოთ გამკლავება. სწორედ ასეთ გარემოში ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა.

  • "თაიმში" ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს;
  • თქვენ ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით;
  • თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით;
  • თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ ნომინაციებში და გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი. გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებით განსაკუთრებული საჩუქრებით;
  • თქვენი ლოიალურობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.

თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, გიყვართ მომსახურების პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა, ასევე გაქვთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით "თაიმის" გუნდში.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
  • პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.

სამუშაო ადგილი:

Pandora სტენდი (გლდანი სითი მოლი) კვირაში არაუმეტეს 40 საათი:

  • 2 დღე 10:00 - 22:00 სთ;
  • 3 დღე 10:00-17:00 სთ ან 15:00-22:00 სთ;
  • კვირის დანარჩენი დღეები - დასვენება.

განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/185?source=aWQ9MzE%3D.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია "თაიმის" მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.

თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz