Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

9WR9KAVV 12 Kas tarihinde yayınlandı 5 görüntüleme

მონიტორინგის ოფიცერი

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

Görüşülür 16 Kas tarihine kadar başvurun
Orijinal ilana devam edin ↗

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში, მონიტორინგის ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ბანკის ობიექტების ვიდეო კონტროლი / მონიტორინგი;
  • მონიტორინგის ცენტრში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი მიმართულებით ოპერატიული გადამისამართება;
  • საეჭვო ფაქტებით გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
  • ვიდეო ჩანაწერების მართვა;
  • ობიექტებზე არსებული დაცვითი სისტემების და ჩამწერი მოწყობილობების, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური გამართვა/გამართული მუშაობის კონტროლი, დისტანციურად და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტით;
  • უსაფრთხოების სისტემების პროგრამებთან მუშაობა;
  • მორიგეობის შედეგების რეპორტინგი;

სავალდებულო მოთხოვნები

  • განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება; ტექნიკური მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება

  • უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი (ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით) მუშაობის გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია ცვლებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ღამის საათებში;
  • ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია შეზღუდულ დაშვების სისტემებთან და უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

სავალდებულო ცოდნა, უნარები

  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემოციური წონასწორობა, სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • საქმიანი გარემოს შექმნის და კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება.
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/monitoringis-opiceri-tbilisi-hD3n6K

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2026.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz