8,948 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

A2Q9ZZ50 21 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული მდებარეობა: კახეთი, მანავი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე მიკრობიოლოგიური კონტროლის განხორციელება;
  • ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქტის სტერილობისა და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების ტესტირება;
  • ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება (საფუარი, ბაქტერიები, მიკროორგანიზმების განსაზღვრა და დათვლა);
  • ფერმენტაციის პროცესის მონიტორინგი და საფუარის ჯანმრთელობის კონტროლი;
  • სანიტარიული ნორმებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა;
  • კვლევითი მუშაობა პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით;
  • ანალიზების შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება;
  • ღვინის მიკრობიოლოგიური კონტროლი ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე;
  • ღვინის შესაძლო დაბინძურების აღმოჩენა, კონტროლი და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაცემა;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

  • მიკრობიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, კვების ტექნოლოგიის ან შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი;
  • სასურველია გამოცდილება ღვინის, სასმელების ან საკვები ინდუსტრიის ლაბორატორიაში;
  • სტერილური ტექნიკისა და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების ცოდნა;
  • ანალიზური აზროვნება და დეტალებზე კონცენტრირება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზების უნარი
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიკრობიოლოგი".

  • შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის
  • "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კახური ტრადიციული მეღვინეობა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek