← Tüm iş ilanları

A5C9HR3E 16 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

სავაჭრო წარმომადგენელი / პრისეილერი TT მიმართულებით

₾2000–3000 / ay Orijinal ilana devam edin ↗

16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი TT მიმართულებით)

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები;
  • ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული);
  • ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2000-3000 ლარი;
  • ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია/მოვალეობა

  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების მიღება;
  • არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი ობიექტების მოძიება;
  • პროდუქციის განლაგების, ნაშთების, ფასებისა და ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის პრეზენტაციისა და ბრენდული სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და რეალიზაციის ზრდაზე მუშაობა;
  • დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი;
  • შეკვეთებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დროული აღრიცხვა და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით;
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass

ჩვენ გთავაზობთ

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ufrpYcU

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz