8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ABQDN47W 16 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

მულტი კოლორი

მულტი კოლორი

მძღოლი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾2500 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

სარემონტო მასალების იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია "მულტი კოლორი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონებზე მძღოლის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი ჭირნახულის ქ.1ა (ე.წ. ჩინელების ბაზრობასთან)

სასურველია, საცხოვრებელი მისამართი იყოს ჩვენი კომპანიის მისამართთან ახლოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მძღოლმა პროდუქციის გადაზიდვა უნდა შეასრულოს თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დასავლეთი, სამეგრელო, კახეთი და ა.შ.) წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე;
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა " C "კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობიანი;
  • მოწესრიგებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი დეტალები:

  • ანაზღაურება: 2500 ლარი (ყოველწლიური ხელფასის ზრდა 7% -ით ხუთი წლის განმავლობაში).
  • კვება + ჯანმრთელობის დაზღვევა + მე-13 ხელფასი
  • გრაფიკი: სრული
  • დასვენება: კვირაში 1 დღე (ზოგჯერ 2 დღეც)
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
  • გამოსაცდელი პერიოდის წარმატების გავლის შემდეგ, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მძღოლი.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მულტი კოლორი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek