8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AJBYVTJ4 9 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

კრედო ბანკი

კრედო ბანკი

ავტო სესხის ოფიცერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო სესხის ოფიცერი თბილისში,

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი პოზიცია: ავტო სესხის ოფიცერი თბილისში სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კორპორატიულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა: - კლიენტისთვის ავტო სესხის პირობებისა და პროდუქტის უპირატესობების გაცნობა; - ავტო-სატრანსპორტო საშუალების შეფასება; - პოტენციური კლიენტების მოძიება; - სესხის გაცემასთან დაკავშირებული სრული ციკლის წარმოება: - რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის; - სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; - პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: - უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; - სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 სექტემბერი, 2026 წელი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კრედო ბანკი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek