გაყიდვების კონსულტანტი-ზარა - ისთ ფოინთი - ნახევარი განაკვეთი
სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი-ზარა (ისთ ფოინთი)- ნახევარი განაკვეთი,
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
სამუშაო გრაფიკი: - სამუშაო საათები: კვირაში 25 საათი ( 2 დღე დასვენება); - ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 625 ლარი + 300 ლარამდე ბონუსი.
რისი გაკეთება მოგიწევს: - მიიღებ პროდუქციას და პროგრამულად გაატარებ ტრანსფერებს, გახსნი და დაახარისხებ ბრენდის სტანდარტების მიხედვით; - მოამზადებ პროდუქციას დარბაზში გასატანად, რაც მოიცავს ფასების დაკვრას, ალარმების გაკეთებას და სისტემურად დარბაზზე გადაწერას; - უზრუნველყოფ დარბაზში და საწყობში პროდუქციის სათანადო განლაგებას და პროდუქციის/ასორტიმენტის ნაკლებობის შემთხვევაში მენეჯერს ჩააყენებ საქმის კურსში;
ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო სამუშაო გარემოს; - კორპორატიულ დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში); - წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას; - სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/MuNgdDGc
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.