მოლარე-კონსულტანტი
"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია. "MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს.
ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ი. ვეკუას 4 სამუშაო განაკვეთი: სრული 2/2 ხელფასი: 950 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა; - მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება; - მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ; - მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; - დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა.
პიროვნული თვისებები: - ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; - კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ შემოსავალს; - გამჭვირვალე საბონუსე სისტემას; - პროფესიულ განვითარებას; - მოსახერხებელ გრაფიკს; - სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს; - შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.