8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AXD2G4B7 3 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

ასკანელი

ასკანელი

ბრენდის წარმოების დამხმარე

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის წარმოების დამხმარის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://www.askaneli.ge/ http://www.facebook.com/Askaneli1880 https://www.facebook.com/askaneli.garden/

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

მარნისა და დაძველების განყოფილებაში დახმარება:

  • კასრების გადაადგილება, რეცხვისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.
  • სპირტისა და ბრენდის გადატუმბვის, ფილტრაციისა და ტექნოლოგიურ ავზებში გადანაწილების პროცესში ოპერატორის ან ტექნოლოგის ასისტირება.

სანიტარია და ჰიგიენა:

  • სამუშაო ადგილის, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება საწარმოო და HACCP სტანდარტების შესაბამისად.
  • საწარმოო ტარის (ბოთლები, კასრები, ავზები) გარეცხვა-სტერილიზაცია.

შრომის უსაფრთხოება:

  • შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი ფეხსაცმელი) მუდმივი გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო განათლება (სასურველია ტექნიკური ან პროფესიული განათლება).
  • გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კვების ან სასმელების (ღვინო, ალკოჰოლი) წარმოებაში (სავალდებულო არ არის).

უნარები:

  • ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.
  • გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.

კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ასკანელი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek