8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AZPNHMXH 3 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

ლეტერატო

ლეტერატო

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი მუშაობს 11-იდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებთან ორი ძირითადი მიმართულებით:

ლიტერატურა და წიგნიერება:

  • "ლეტერატოს" პროგრამული მასალის ეფექტიანად მიწოდება;
  • მოსწავლეებში გააზრებისა და მსჯელობის პროცესებისათვის ბიძგის მიცემა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნაწარმოების ძირითადი იდეები, ღირებულება და კონცეფციები;
  • ინტროსპექციისა და ემპათიის უნარების განვითარება;
  • წაკითხულის გააზრებისა და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ხელშეწყობა.

კრიტიკული აზროვნება:

  • თანმიმდევრული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება;
  • არგუმენტაციის, დებატისა და ოპონირების ტექნიკის სწავლება მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით;
  • პროგრამულ მასალაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ცნებასა თუ წინააღმდეგობრივ საკითხზე სიღრმისეული ცოდნის გაზიარება;
  • ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნების გამოტანის, ოპონენტის პატივისცემისა და კონსტრუქციული მსჯელობის უნარების ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის ან ინტერდისციპლინური მიმართულებით;
  • მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპების გააზრება;
  • ფართო ერუდიცია, მხატვრული ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა და ინტერდისციპლინური აზროვნების უნარი;
  • სწავლებისა და პედაგოგიური საქმიანობის მაღალი მოტივაცია.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ემპათია და ეთიკური კომუნიკაციის უნარი;
  • ასაკობრივი სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინების უნარი;
  • მოსწავლეებთან ყურადღებიანი, სენსიტიური და ინდივიდუალური მიდგომის უნარი.

განაცხადის გამოგზავნის წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართებზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლეტერატო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek