ეკიპაჟის მართვის ოპერატორი
Black Sea Nexus LLC / შპს ბლექ სი ნექსუს აცხადებს ვაკანსიას CREW OPERATOR-ის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი, ხიმშიაშვილის 30
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა — სავალდებულო
- რუსული ენის ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად
- Microsoft Office და Google-ის პროგრამების (Docs, Sheets, Drive) ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაციის კარგი უნარები
- ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 40 საათი კვირაში. პოზიცია არის შუამავალი რგოლი კომპანიასა და მეზღვაურებს/გემთმფლობელ კომპანიებს შორის, რომელიც პასუხისმგებელია ეკიპაჟის დაკომპლექტების ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებზე. კონკრეტულად მოიცავს:
- მეზღვაურთა ბაზასთან მუშაობას — CV-ების მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია
- კანდიდატებთან კომუნიკაციას — გასაუბრება, დოკუმენტების შეგროვება, სერტიფიკატების გადამოწმება
- გემთმფლობელი კომპანიებისგან ვაკანსიების მოძიებასა და დამუშავებას
- შესაბამისი კანდიდატების შერჩევას კონკრეტულ პოზიციებზე
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაგზავნას
- ეკიპაჟის კონტრაქტების და ვადების მონიტორინგს (join/sign-off თარიღები)
- კომუნიკაციას გემთმფლობელ/მენეჯმენტ კომპანიებთან
- წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულ მოგვარებას
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.