8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

B6E234XY 15 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

ჯეოსტარი

ჯეოსტარი

მძღოლ-ექსპედიტორი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 16 Eki tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" სამუშაოდ იწვევს ერთგულ, ენერგიულ, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე თბილისში.

შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის ქ.36 ბ სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის განაწილება ობიექტებზე;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დამატებითი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული.

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორაციული ნომერი.

ანაზღაურება: 1300 ლარი

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს " ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარი" -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯეოსტარი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek