მორიგე-ტექნიკოსი
16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun
ბიზნეს ცენტრში ვაცხადებთ ვაკანსიას მორიგე-ტექნიკოსის პოზიციაზე.
- ელექტროსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ლიფტების ტექნიკური მომსახურება-მონიტორინგი;
- სათვალთვალე სისტემების მომსახურება;
- დაშვების სისტემების მომსახურება;
- შლაგბაუმების დაზიანების შემთხვევაში მომსახურება; შლაგბაუმის პულტების დაპროგრამება;
- უსაფრთხოების (სახანძრო) სისტემების მომსახურება;
- ჩილერების მომსახურება (იგულისხმება გარეცხვა და მონიტორინგი);
- გათბობის ქვაბების მონიტორინგი და კონტროლი;
- სატუმბო სადგურის ტექნიკური მომსახურება;
- BMS-ის მართვის კარადების მონიტორინგი და წმენდა;
- აგრეგატების მართვის კარადების მონიტორინგი და სისუფთავის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში წმენდა;
- სავენტილაციო დანადგარების ფილტრების რეცხვა/შეცვლა;
- ფანკოილების სრული მომსახურება;
- დიზელგენერატორის მონიტორინგი და კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- მსგავს სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა;
- პუნქტუალურობა, შრომისუნარიანობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV-ები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.