8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

B909G2R2 18 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი - შუადღის ცვლა

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

საქართველოს ბანკისკონტაქტ ცენტრში მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას ქ. თბილისში. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 14:00 საათიდან - 22:00 საათამდე;

რას ვსაქმიანობთ ჩვენ? მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

ჩვენ გთავაზობთ: - საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში; - მოქნილ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1205 (-20%))+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით); - მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს; - კარიერულ განვითარებას საქართველოს ბანკის მასშტაბით.

ჩვენთან მოგეწონება, თუ: - გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა; - თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში; - ხარ კომუნიკაბელური, ღია და კეთილგანწყობილი; - ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; - გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა და განვითარება საქართველოს ბანკის მასშტაბით; - საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 ოტომბერი, 2026: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/momxmarebelta-mxardacheris-menejeri-shuadgis-cvla-tbilisi-xlIIBN?source=Hr.ge

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საქართველოს ბანკი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek