ვიზუალური მერჩენდაიზერი
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "დეფაქტო" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
- მზარდ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- 30%-იან ფასდაკლებას DeFacto-ს პროდუქციის ასორტიმენტზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კოლექციის მომზადება და სექციაში განთავსება;
- მაღაზიის ვიზუალურად მოწესრიგება და კოლექციის პრეზენტირება შესაბამისი წესების დაცვით;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის კონტროლი/ცვლილება;
- სააქციო და სხვა სარეკლამო მასალების სწორად განთავსება;
- რეპორტინგის წარმოება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.