8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BM90D7E4 4 Eyl tarihinde yayınlandı 56 görüntüleme

Tronixer

Tronixer

Maintenance მონაცემებისა და გაყიდვების სპეციალისტი

Tronixer Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

Tronixer საქართველოსა და ევროპაში სამსხვრევ-დამხარისხებელი კომპლექსებისა და ბეტონის კვანძების ინდუსტრიისთვის ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელია. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბრენდებთან და ვემსახურებით 100-ზე მეტ ინდუსტრიულ მომხმარებელს სამთო-მოპოვებითი, კარიერული და სამშენებლო მასალების სექტორებში.

Tronixer მზარდი კომპანიაა, სადაც ფასდება ინიციატივა, წახალისებულია პროფესიული განვითარება და სათანადოდ ჯილდოვდება მიღწევები.

პოზიციის შესახებ ვეძებთ Maintenance მონაცემებისა და გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს Maintenance სისტემაში, მონიტორინგს გაუწევს კლიენტების ტექნიკის მდგომარეობასა და ნაწილების ექსპლუატაციის ისტორიას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს ნაწილების შეცვლის საჭიროებასა და ვადებს.

პოზიცია აერთიანებს ტექნიკურ მონაცემებთან მუშაობას, კლიენტებთან კომუნიკაციას და ნაწილის შეკვეთის პროცესში ჩართულობას. კომპანია: შპს Tronixer ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები - Maintenance სისტემაში მომხმარებელთა ობიექტებისა და ტექნიკის მონიტორინგი და მონაცემების განახლება; - ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია ტექნიკის მდგომარეობისა და ნაწილების ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად; - ნაწილების შეცვლის ისტორიისა და მოსალოდნელი ვადების სისტემაში ასახვა და მონიტორინგი; - მონაცემებში გამოვლენილი შეუსაბამობების ტექნიკურ გუნდთან გადამოწმება და ინფორმაციის განახლება; - შესყიდვებისა და ლოჯისტიკის გუნდებთან კოორდინაცია ნაწილის ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ვადების დასადასტურებლად; - კლიენტის საჭიროების დადასტურება და შეკვეთის გაფორმების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ტექნიკური მიმართულების ბოლო კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული - მექანიკის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; - ტექნიკური სფეროს მიმართ ინტერესი და პროცესების სწრაფად გააზრების უნარი; - კომუნიკაციის ძლიერი უნარები; - სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ; - სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია. - სამსხვრევ, კარიერულ ან მსგავს სფეროში გამოცდილება საჭირო არ არის - საჭირო ცოდნასა და სისტემებზე სრულ ტრენინგს უზრუნველყოფს Tronixer.

რას გთავაზობთ - სტაბილურ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს; - პროდუქტისა და Maintenance სისტემის სრულ ტრენინგს; - პროგნოზირებაზე დაფუძნებული Maintenance პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობას; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - საერთაშორისო მომწოდებლებთან და ინდუსტრიულ მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე -ზე. სათაურის ველში მიუთითოთ „Maintenance Data & Sales Specialist“.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Tronixer
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek