8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BNWJKQEQ 31 Ağu tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

სერვის მენეჯერი

Tiflis Staj Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" დიდ გუნდში გვაქვს სერვის მენეჯერის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მოვალეობების, ცვლებისა და სამუშაო პროცესის გადანაწილება;
  • პრაქტიკანტების მომზადების პროცესის დაგეგმვა;
  • მომსახურების სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაცია სტუმრებთან;
  • არაპირდაპირ დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სერვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HORECA სფეროში.

აუცილებელია კანდიდატი იყოს:

  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით;
  • ყურადღებიანი;
  • პასუხისმგებლობიანი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
წისქვილი ჯგუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek