8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BP6A8156 25 Ağu tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

დილა პლუსი

დილა პლუსი

ინგლისურენოვანი ტუროპერატორი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1800 / ay 26 Eyl tarihine kadar başvurun

"დილა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტუროპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "დილა პლუსი" აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან დაუვიწყარ ტურებს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:00; შაბათი - 12:00-16:00. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულთნიშანის 11. ხელფასი: 1800 ლარიდან + ბონუსი ყოველთვიურად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით;
  • ტურის კოორდინაცია როგორც ოფისში ასევე ადგილზე — პროცესის სრული მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები;
  • არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მათ შორის ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • მჭიდრო კავშირი როგორც ოპერაციების გუნდთან ასევე ფინანსურ დეპარტამენტთან;
  • ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.

საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:

  • საქართველოს ტურისტული ლოკაციებისა და რეგიონების კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის მაღალი უნარი (Microsoft Office);
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ღია და გუნდის წევრებზე ორიენტირებული;
  • ნებისმიერი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში (გიდად, ტურ-მენეჯერად ან პროდუქტის მენეჯერად), ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით (საკმაოდ მაღალი);
  • ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
  • გუნდური აქტივობები და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
დილა პლუსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek