Account Executive
McCANN TBILISI აცხადებს ვაკანსიას Account Executive-ის (კლიენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი) თანამდებობაზე.
Account Executive პასუხისმგებელია კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაზე, სააგენტოს გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობისა და პროექტების დროულად შესრულების უზრუნველყოფაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა;
- კლიენტის ბრიფებისა და მოთხოვნების მიღება და შიდა გუნდებისთვის სწორად გადაცემა;
- კრეატიულ, მედიასა და პროდაქშენ გუნდებთან პროექტების კოორდინაცია;
- პროექტების ვადებისა და მიმდინარე დავალებების კონტროლი;
- კლიენტის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან კომუნიკაცია;
- პრეზენტაციების, სტატუსებისა და პროექტთან დაკავშირებული მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
მოთხოვნები:
- სარეკლამო/მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობიანი და პროაქტიული დამოკიდებულება.
ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.