ფილიალის მენეჯერი
"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიღმის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: დიღომი. გრაფიკი: 09:30-18:30/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 3000 NET + ბონუსი
აუცილებელი მოთხოვნა:
- უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
- Fashion retail მიმართულებით გამოცდილება;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლიდერის უნარ-ჩვევები.
მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება;
- მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
- პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
- სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV. subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.