← Tüm iş ilanları

BR9GPSZ6 17 Kas tarihinde yayınlandı 12 görüntüleme

აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
₾8000 / ay Oturum açın ve başvurun

olağana göre +204% · olağan 2,635 ₾ · 142 ilan

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo.

"ვიქტორია 98" ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდებისა, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS" და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-შაბათი ანაზღაურება: 8000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • აღმასრულებელი დირექტორისთვის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად სრული ანალიტიკის მიწოდება, საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებებში ჩართულობა და დირექტორის არყოფნისას კომპანიის სრული მართვა;
  • ბაზრის ტენდენციების ანალიზის საფუძველზე ახალი ბიზნეს-მოდელების, B2B/კორპორატიული გაყიდვების ან ახალი სერვისების დანერგვა;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების, საკადრო პოლიტიკისა და ბიზნეს-პროცესების სტანდარტიზაცია ცენტრალური ოფისისა და დეპარტამენტების დონეზე;
  • მთლიანი კომპანიის საოპერაციო ხარჯების (OPEX) ოპტიმიზაცია, დეპარტამენტების ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების ინიცირება;
  • რითეილის, შესყიდვების (Buying), ლოგისტიკისა და მარკეტინგის შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მაღაზიებში ვიზიტების განხორციელება, ოპერაციული ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ოპერატიული ზომების მისაღებად უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • გაყიდვების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, ამოცანების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის ტრენინგების, შეფასებებისა და KPI-ების სისტემის კონტროლი;
  • მაღაზიების ვიზუალური იდენტობის, მერჩენდაიზინგისა და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო მარაგების ოპტიმალური ნაშთების კონტროლი მაღაზიებში, მოთხოვნად პროდუქციაზე დეფიციტის თავიდან აცილება.
  • სტრატეგიული განვითარება:
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი; ახალი მაღაზიების გახსნის/ლოკაციების შერჩევის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან ინჟინერიის/ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება

  • მინიმუმ 3-5-წლიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ოპერაციული დირექტორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინანსური დირექტორი ან პირველი მოადგილე), უპირატესად რითეილის, ფარმაციის, FMCG ან მსხვილი სადისტრიბუციო/სავაჭრო კომპანიების სექტორში.

პროფესიული უნარები და კომპეტენციები

  • შიდა ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის გამოცდილება (ERP, CRM სისტემების ცოდნა);
  • რამდენიმე დეპარტამენტის (შესყიდვები, ლოგისტიკა, ფინანსები, მარკეტინგი, რითეილი) კოორდინაციისა და სინქრონიზაციის უნარი;
  • პროექტების მართვის ძლიერი უნარები (Project Management);
  • ანალიტიკური აზროვნება, ციფრული მონაცემებისა და ფინანსური რეპორტების საფუძვლიანად დამუშავების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვისა და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების კომპეტენცია.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz