9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BTN9JPK1 10 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

UG სკოლა

UG სკოლა

კომპიუტერული ტექნოლოგიების / IST მასწავლებელი

UG სკოლა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 7 Eki tarihine kadar başvurun

იუჯი სკოლაში ცხადდება ვაკანსია კომპიუტერული ტექნოლოგიების (IST) მასწავლებლის პოზიციაზე.

იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაოს აღწერა: ნახევარი განაკვეთი; მე- 5, 6 კლასი; კვირაში 5 საათი, პარასკევი;

ფუნქცია - მოვალეობები: - მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად; - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; - საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობებიი - კონსულტაციები. - როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვა; - უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე; - იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე; - მონაწილეობა მიიჭოს დაგეგმილ აქტივობებში; - დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდის და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან; - დაესწროს კათედრის და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; - შესაბამისი უმაღლესი განათლება; - კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; - შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; - საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები: - თავაზიანი; - ენერგიული; - ორგანიზებული; - გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი; - პასუხისმგებლიანი; - შრომისმოყვარე; - კომუნიკაბელური; - პუნქტუალური;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: (დასაქმების შემთხვევაში) - პირადობის მოწმობის ასლი; - ავტობიოგრაფია / CV; - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატი, დიპლომი) - ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით; - კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; - სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი; - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერთიფიკატი. - ცნობა ნასამართლეობის შესახებ; - ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ; - უფლების ჩამორთმევის შესახებ; - ჯანმრთელობის ცნობა. - 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების მითითებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური,საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
UG სკოლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek