8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BV7KKFK6 1 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

ფიბრობეტი

ფიბრობეტი

წარმოების ოსტატი

Tiflis Staj Hukuk
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

საწარმო ფიბრობეტი აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ოსტატის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს მზარდ და მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, პირდაპირ დამსაქმებლისგან. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, გვეზრდება წარმადობა და გვესაჭიროება სხვადასხვა კატეგორიის ოსტატები.

ჩვენ ვაწარმოებთ მინაბოჭკოვანი ბეტონისგან (ფიბრობეტონისგან) ფასადის,

ინტერიერისა და ექსტერიერის ფილებს, კიბეებს, ავეჯს, საყვავილეებს, ნიჟარებს,

საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაკეთობებს და სხვა.

თუ გსურთ გქონდეთ მუდმივი სამუშაო, სტაბილური ანაზღაურება, განვითარების

პერსპექტივა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფიბრობეტ“-ში!

რას გთავაზობთ:

  • ხელფასი: 70-დან 130 ლარამდე დღიურად (კვალიფიკაციის მიხედვით).
  • სტაჟირება და ანაზღაურების გადახედვა პირველივე კვირას: სამუშაო

გამოცდილება არ არის სავალდებულო – საწყისი, მინიმალური ანაზღაურება

შეადგენს 70 ლარს დღეში. თუმცა, დასაქმებიდან პირველივე 1 კვირის

განმავლობაში (გამოსაცდელ პერიოდში) მოხდება თქვენი უნარების შეფასება. თუ გამოჩნდება, რომ არ ხართ უბრალოდ დამხმარე მუშა და შეგიძლიათ დანადგარებთან მუშაობა, ფლობთ შედუღებას (სვარკას) ან სხვა ტექნიკურ

ინსტრუმენტებს, დაუყოვნებლივ მოგენიჭებათ შესაბამისი კატეგორიის ოსტატის

სტატუსი და ხელფასი პირველივე თვიდან შესაბამისად განგესაზღვრებათ !

  • ტრენინგი და კარიერული ზრდა: საწარმოში მოქმედებს ყოველთვიური

ატესტაციის სისტემა. შეძენილი კვალიფიკაციის პროპორციულად, თქვენი

ანაზღაურება მუდმივად გაიზრდება.

  • სამუშაო პირობების ინდივიდუალური შერჩევა თითოეული კანდიდატისთვის.
  • ხელფასის ყოველთვის დროული გადახდა და პრემიალური ბონუსები.
  • უფასო კვება საწარმოს ტერიტორიაზე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ორშაბათი-შაბათი 12:00-18:00 საათამდე შემდეგ ნომერზე. Facebook : ფიბრობეტ/Fibrobetსაწარმოს მისამართი : ზურაბ იარაჯულის I ჩიხი , N 24/26 (მოსკოვის გამზირის ბოლოში).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფიბრობეტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek