8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BZ7TAKP2 13 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

Solo Auto Import

Solo Auto Import

ავტო გაყიდვების მენეჯერი

Solo Auto Import Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾2000–3500 / ay 14 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "Solo Auto Import" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Solo Auto Import" აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, 2000-3500₾ საშუალოდ (ხელზე ასაღები) განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
  • მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ავტომობილის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პრეზენტაციის უნარი;
  • კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ განიხილება თქვენი რეზიუმე!

მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Solo Auto Import
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek