8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BZRKX59G 8 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

PepsiCo

PepsiCo

მერჩენდაიზერი

PepsiCo Dış ilan
Kutaisi Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1230 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე - რძის, სნექისა და წვენის კატეგორიაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება.
  • თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
  • კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა.
  • სარეკლამო სტენდების, პალეტების და სხვა აღჭუღვილობის სავაჭრო წარმომადგენელთან მიღწეული შეთანხმებების და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად განლაგება.
  • პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა.
  • პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება.

კანდიდატის პროფილი:

  • სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია;
  • დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
  • ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.

რას გთავაზობთ?

  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • კონკურენტული ანაზღაურება - 1230 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე 9 ოქტომბრამდე და ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ლოკაცია - ქუთაისი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
PepsiCo
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek