8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

C02Q4S5J 12 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

მოდუსი

მოდუსი

სერვისის ტექნიკოსი/ხელოსანი

მოდუსი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ტექნიკოსის (ხელოსნის) პოზიციაზე ქ. თბილისში მის: კახეთის გზატკეცილი N65, რ. აგლაძის 51 (დიდუბე)

სამუშაო აღწერილობა: - კომპანიაში შეძენილი საგარანტიო პროდუქციის (წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის) სწრაფი დიაგნოსტირება; - დაზიანებული ტექნიკის შეკეთება ან შეცვლა (კომპანიის ლაბორატორიაში ან ადგილზე მისვლით); - მომხმარებლისთვის ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიცემა.

მოთხოვნები: - ტექნიკის სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ტექნიკის შეკეთებისა და დიაგნოსტიკის პრაქტიკული ცოდნა; - ელექტრო და მექანიკური სისტემების ცოდნა; - შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით

ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - უფასო კვებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - Fit-pass-სს; - ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: „სერვისის ტექნიკოსი (ხელოსანი)’’ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მოდუსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek