პროდუქტის მენეჯერი
გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსია: პროდუქტის მენეჯერი (საქართველო და სომხეთი) დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ლოკაცია: თბილისი კომპენსაცია: ფიქსირებული ხელფასი და წლიური ბონუსი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
პოზიცია პროდუქტის მენეჯერი, საქართველო და სომხეთი
კომპანია CAU კლასტერი საქართველო და სომხეთი
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში; ფარმაციის, მედიცინის ან სიცოცხლის მეცნიერებების დამატებითი კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად.
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტის ან ბრენდის მართვაში; ფარმაცევტულ ინდუსტრიაში გამოცდილება უპირატესობაა.
- ბრენდის წარმატებული მართვისა და ბიზნეს შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება.
- სააფთიაქო ქსელებთან და დამოუკიდებელ აფთიაქებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
- ბაზრის ანალიზისა და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირების გამოცდილება.
- DTC კამპანიების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის ცოდნა.
- ბიზნეს დაგეგმვის, პროექტებისა და დაინტერესებული მხარეების მართვის უნარები.
- მაღალი თვითმოტივაცია, ინოვაციური მიდგომა და შედეგზე ორიენტირებულობა.
- პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და გავლენის მოხდენის კარგი უნარები.
- საველე გუნდების მოტივაციისა და მხარდაჭერის გამოცდილება.
- ადგილობრივი და საერთაშორისო მივლინებებისთვის მზადყოფნა.
- Microsoft Office-ისა და AI ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ფლობა.
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- ამ პოზიციის მთავარი მიზანია მინიჭებული პროდუქტის პორტფელისთვის მარკეტინგული სტრატეგიებისა და აქტივობების შემუშავება, განხორციელება და ოპტიმიზაცია, კომპანიიის მიზნებთან შესაბამისობაში, ბაზრის წილის, გაყიდვების, მომგებიანობისა და საოპერაციო მარჟის ზრდის უზრუნველსაყოფად.
- სტრატეგიული მარკეტინგი და პორტფელის მართვა: გლობალური და ლოკალური ბრენდ სტრატეგიების ადაპტაცია, წლიური გეგმებისა და ბიუჯეტების მომზადება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი პროდუქტის გაშვება და სასიცოცხლო ციკლის მართვა.
- ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზი: ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების, მომხმარებელთა ქცევის და გაყიდვების მონაცემების მუდმივი შეფასება და რეკომენდაციების მომზადება.
- მარკეტინგის განხორციელება და კომუნიკაციები: კამპანიების დაგეგმვა, ლოკალიზაცია, დამტკიცება და განხორციელება; სარეკლამო და საგანმანათლებლო მასალების ხარისხის უზრუნველყოფა.
- ფინანსური მართვა: მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება, დანახარჯების კონტროლი და ფასების სტრატეგიაში მონაწილეობა.
- კროსფუნქციური თანამშრომლობა: გაყიდვების, სამედიცინო, რეგულატორულ, ფინანსურ და ლოჯისტიკურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
- სამედიცინო და სამეცნიერო მხარდაჭერა: პროდუქტის სამეცნიერო ბაზის ცოდნა, ბაზრის ინფორმაციის შეგროვება და სამეცნიერო კომუნიკაციების მხარდაჭერა.
- Trade Marketing და Customer Excellence: ბრენდის ხილვადობის, პროდუქტის წარმოდგენისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
- გუნდის განვითარება: ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა, ტრენინგები და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
- დამატებითი პასუხისმგებლობები: მარკეტინგის გუნდის წევრების ჩანაცვლება საჭიროების შემთხვევაში და სხვა დავალებების შესრულება.
წარმატების ძირითადი მაჩვენებლები
- ბაზრის წილის ზრდა
- წმინდა გაყიდვების შედეგები
- მომგებიანობა და მარჟა
- პროდუქტების წარმატებული გაშვება
- ბრენდის ცნობადობა და იმიჯი
- მარკეტინგული ინვესტიციის ამონაგები (ROI)
- პირდაპირი ხელმძღვანელი: CAU Cluster Manager
- ფუნქციური ხელმძღვანელი: შესაბამისი თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელები სათავო ოფისში
რას ვთავაზობთ
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- წლიურ ბონუსს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მობილური ტელეფონის ხარჯების ანაზღაურებას
შერჩევის პროცესი CV-ების გადარჩევა და ინდივიდუალური ინტერვიუები. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ინგლისურ ენოვანი CV და მინიმუმ ერთი რეკომენდაციის წერილი უნდა გამოაგზავნონ 18 ნოემბრამდე შემდეგ ელფოსტაზე.