8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

C99NVWET 20 Eyl tarihinde yayınlandı 21 görüntüleme

ლოქსიტანი

ლოქსიტანი

სილამაზის კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 21 Eki tarihine kadar başvurun

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "L`Occitane"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სილამაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

"L`Occitane en Provence" მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ბრენდი არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, საბურთალოს სითი მოლში და გალერია თბილისში.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;
  • სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • მაღაზიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:

  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი;
  • პრეზენტაბელური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
  • საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;
  • საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობასა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე.

გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სილამაზის კონსულტანტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლოქსიტანი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek