ალტერნატიული გაყიდვების სამსახურის უფროსი - პრემიალური საცალო საბანკო მიმართულება
საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულება აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ალტერნატიული გაყიდვების სამსახურის უფროსი.
ძირითადი მოვალეობები: - სამსახურის სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების ფორმირება და განახლება დეპარტამენტის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;
- გაყიდვების გეგმების შედგენა, შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა და კონტროლი;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
- ბიუჯეტის მართვა და პერსონალის ხარჯების დაგეგმვა;
- მომხმარებლებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- პარტნიორული ქსელის გაფართოება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კონკურენტული ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების ტენდენციების შეფასება;
- გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გაუმჯობესება;
- გუნდის მართვა, მოტივაცია, განვითარება და შეფასება;
- სხვადასხვა ორგანიზაციულ ერთეულებთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: - ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა და უნარები: - გუნდის ეფექტური მართვა და დელეგირება
- ბიუჯეტირება, ხარჯების მართვა და პროექტების მართვა;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის უნარი;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- ინგლისური ენა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 2026 წელი.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.